სიახლეები


ონლაინ დისკუსია

ონლაინ დისკუსია

9 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის (DOJ)  ფარგლებში მოსამართლეებისთვის, სასამართლოს მოხელეებისთვის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის გაიმართა ონლაინ დისკუსია. 

დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეებმა, ამერიკაში მიღებული პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს  თავიანთ კოლეგებს.

შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბადრი კოჭლამაზაშივლი, ელენე გოგუაძე და ქეთევან ჯაჭვაძე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარგველაშვილი.

შეხვედრის ფასილიტატორი გახლდათ  ამერიკის საელჩოს მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კევინ ბურკი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI