30 , 31 იანვარს და 1 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
სემინარზე ტრენერებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია და თამარ ონიანი, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სენაკის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ცაგერის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ხაშურის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენიგნი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.