13 და 14 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე; „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ტრენერი მოსამართლეები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: ბათუმის, ფოთისა და რუთავის საქალაქო, ზუგდიდის, სენაკის, ხაშურის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.