25 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის, სასამართლოს მოხელეებისთვის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის გაიმართა ონლაინ სესია თემაზე: „სასამართლოს დამოუკიდებლობა“.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ამერიკელი ტრენერები.
ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის საქალაქო, სენაკის, გორისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.