იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ბუნების კონსერვაციის სფეროში მომუშავე უდიდედი საერთაშორისო ორგანიზაციის - ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალის (Fauna & Flora International) თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს სასწავლო მოდულის შემუშავება და დანერგვა გარემოსდაცვით საკითხებზე. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26-27 თებერვალს გაიმართა ტრენერთა ტრენინგი თემებზე: ველურ ბუნებასთან დაკავშირებული დანაშაული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საქართველოში.
ტრენინგს უძღვებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები, ხოლო ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს კოლეგა მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის.