სიახლეები


ბავშვთა უფლებათა კოდექსი

ბავშვთა უფლებათა კოდექსი

27 და 28 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა უფლებათა  კოდექსი“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ტრენერი მოსამართლე, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის, ფოთის, ქუთაისია და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართელთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI