სიახლეები


ციფრული მტკიცებულებები

ციფრული მტკიცებულებები

მიმდინარე წლის 2 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ციფრული მტკიცებულებები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ამერიკელი ექსპერტები: თომას დოჰერტი, მრჩეველი კიბერდანაშაულის საკითხებში, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი და ოვი ქეროლი, კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სამტრედიის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის მეშვეობით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.

ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნა,  ციფრული მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენისა და მისი აუთენტიფიკაციის საკითხები. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI