11 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ონლაინ დისკუსია.
დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეებმა, ამერიკაში მიღებული პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს თავიანთ კოლეგებს.
შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ ქართველი მოსამართლეები, ხოლო შეხვედრის ფასილიტატორი გახლდათ ამერიკელი მოსამართლე. შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.