იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.
ტრენინგების ციკლი, ახალი კოდექსის მიხედვით, მიზნად ისახავს, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ტრენინგის კურსი საქართველოს მასშტაბით: 162-მა მოსამართლის თანაშემწემ, 93-მა სხდომის მდივანმა და 36-მა კანცელარიის თანამშრომელმა გაიარა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების ციკლი 2020 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 7 მარტს დასრულდა.
ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.