სიახლეები


ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“

ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“

 

27 და 28 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით,  მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: ჰააგის 1980 კონვენცია  „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“.

სემინარზე ექსპერტებად მწვეული იყვნენ ქართველი ტრენერები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხელვაჩაურის, ხაშურისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეემბა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ტრენინგი, 2021  წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI