სიახლეები


მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასამართლოები აშშ-ში

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასამართლოები აშშ-ში

31 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის, სასამართლოს მოხელეებისთვის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის,  გაიმართა ონლაინ  ტრენინგი თემაზე:  „მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასამართლოები აშშ-ში“.

შეხვედრის მომხსენებელი იყო ამერიკელი მოსამართე.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა  აშშ-ს გამოცდილება ,  მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში სასამართლოს როლის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, სასამართლოს მოხელეებმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქლაქო, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI