სიახლეები


ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცია

ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცია

 

10 და 11 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, სასამართლოს მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენცია’.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი ტრენერები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართოებიდან,

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI