სიახლეები


შშმ პირთა კომუნიკაციის სტანდარტები და სასამართლო პროცესზე ინფორმაციის მარტივად და გასაგებად მიწოდება

შშმ პირთა კომუნიკაციის სტანდარტები და სასამართლო პროცესზე ინფორმაციის მარტივად და გასაგებად მიწოდება

11 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის  ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „შშმ პირთა კომუნიკაციის სტანდარტები და სასამართლო პროცესზე ინფორმაციის მარტივად და გასაგებად მიწოდება“.

სემინარზე ქართველი ტრენერი იყო მოწვეული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI