სიახლეები


კრიპტოვალიუტასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი

კრიპტოვალიუტასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი

13 მაისს, იუსტიციის უმაღლესი  სკოლისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენის (DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე:“კრიპტოვალიუტასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი “.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრიპტოვალიუტასთან დაკავშირებით.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ბლოკჩეინის საკთხი და ის ძირითადი გზები რასაც კრიმინალები იყენებენ ვირტუალური აქტივების გათეთრების კუთხით.

აღნიშნული ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება კრიპტოვალუტისა და სხვა ვირტუალური აქტივების შესახებ საქმის განხილვისას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის,  ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ონლაინ შეხვედრას უძღვებოდნენ ამერიკელიექსპერტები.

შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI