სიახლეები


სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში

 

მიმდინარე წლის 20 მაისს, „მართლმსაჯულების სახლში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- „საქპატენტის“ ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეთათვის და  სასამართლოს მოხეეებისათვის, ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე   ერთობლივად  სასწავლო პროგრამებს განახორციელებენ.

შეხვედრას  ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე მაკო ბოცვაძე, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე, მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსი  ანა დალაქიშვილი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI