სიახლეები


აღდგნითი მართლმსაჯულება

აღდგნითი მართლმსაჯულება

22 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Justice) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის შერეული ფორმატით ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „აღდგენითი მართლმსაჯულება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ, როგორც ქართველი მოსამართლე ტრენერები, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: აღდგენითი მართლმსაჯულების არსი, ისტორიული მიმოხილვა და ძირითადი პრინციპები; ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ევროსაბჭოს რეკომენდაცია) და მედიაცია აღდგენით მართლმსაჯულებაში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და მოსამართლის თანაშემწეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის  საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI