სიახლეები


წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა: კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები

წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა: კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები

29 და  30 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროკავშირი საქართველოსთვის( The European Union For Georgia) და ევროპის საბჭოს (CoE) მახარდაჭერით, პროექტ „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლის სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, მოსამართლეთათვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა: კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი მოსამართლე ტრენერი.

ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ონლაინ ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოიცვა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული  ნაწილი.

შეხვედრა ჩატარდა  Zoom for Government პლატფორმის საშუალებით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI