სიახლეები


ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში

ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში

22 და 29 მაისს მოსამართლეებისთვის, ხოლო  23 და 30 მაისს სასამართლოს მოხელეებისთვის,  იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Justice) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და ქართველი მოწვეული ექსპერტი ევროკავშირის სასამართლოში.

შეხვედრისას განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ადამიანის უფლებები ევროკავშირში: ისტორია, წყაროები და გამოყენება; ევროკავშირის სამართლისა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში  და  დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის სამართლის მიხედვით .

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

შეხვედრა ჩატარდა  Zoom for Government პლატფორმის საშუალებით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI