სიახლეები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და  ა(ა)იპ „ღია სივრცე კავკასია“ (COS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობა.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:

  • სკოლის ღირებულებებისა და საქმიანობის განხორციელების პრინციპების შესაბამისად, მისი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;
  • სკოლასთან მჭიდრო კოორდინაციით, დისკუსიებისა და კონსულტაციების გამართვა, მისი მიზნობრივი აუდიტორიის ინსტიტუციური განვითარების საჭიროებების კვლევის დანერგვისა და სხვა აქტივობების განხორციელების შესახებ;
  • სკოლასთან მჭიდრო კოორდინაციით, ორგანიზაციის მკვლევარ-ექპერტების მიერ საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი მიმართულებებით სასწავლო-მოდულების და სახელმძღვანელოების შემუშავება/დანერგვა;
  • ტრენინგების დაგეგმვა ერთობლივად და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მიერ შესაბამისი სივრცის გამოყოფა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და   ა(ა)იპ „ღია სივრცე კავკასია“ (COS)  თავმჯდომარემ  ირმა პავლიაშვილმა.

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI