სიახლეები


ევროკავშირის დირექტივები, ველურ ბუნებასთან დაკავშირებული დანაშაული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საქართველოში

ევროკავშირის დირექტივები, ველურ ბუნებასთან დაკავშირებული დანაშაული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საქართველოში

 

11, 12 და 13 ივნისს, იუსტიიის უმაღლესი სკოლისა და ბუნების კონსერვაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის - ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალის (Fauna & Flora International) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთავის , კახეთში, საპილოტე ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ევროკავშირის დირექტივები, ველურ ბუნებასთან დაკავშირებული დანაშაული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საქართველოში“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო შეთანხმებები და კონვენციები;  ევროკავშირის დირექტივები და საქართველოს კანონმდებლობა; ევროკავშირის დირექტივები და ასოცირების ხელშეკრულება; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები, სახდელის სახეები და სასამართლო პრაქტიკა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI