სიახლეები


საქმის გადაცემა მედიაციაში

საქმის გადაცემა მედიაციაში

19 და 20 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის  ტრენინგი თემაზე: „საქმეების გადაცემა მედიაციაში“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართე ტრენერები და ასევე ადგილობრივი ექსპერტები.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასამართლო და სასამართლოს-გარე მედიაცია; მედიაციის შესახებ შეთანხმების აღსრულება; კონფიდენციალობა და მისი ფარგლები; ხანდაზმულობის ვადები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ღონისძიებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ბატონი გოგა კიკილაშვილი ესწრებოდა.

აღნიშნული ტრენინგი, USAIAD-PROLOG-ის გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI