სიახლეები


საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა (ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება)

საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა (ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება)

26 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’ თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს მოხეელებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე; „საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა(ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება)“.

შეხვედრაზე ტრენერად მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ექსპერტი.

სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საარჩევნო დავების განხილვასთან   დაკავშირებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ხაშურისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

შეხვედრა ჩატარდა  Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI