სიახლეები


-საქმეების გადაცემა მედიაციაში

-საქმეების გადაცემა მედიაციაში

26 და 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID-PROLOG თანამშრომლობის ფარგლებში,  სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე; „საქმის გადაცემა მედიაციაში“.

სემინარზე ტრენერებად მოწვეული იყვნენ ქართველი ექსპერტები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მედიაციის არსი, ძირითადი პრინციპები, პროცესის სტადიები; სასამართლო მორიგება v. მედიაცია; მედიაციისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმები და მედიატორთა ასოციაციის სტატუსი და როლი.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადბის პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI