სიახლეები


სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

3 და 4 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, განათლების ევროპული ცენტრის, ევროკავშირისა(EU)  და გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, სასტუმრო „Telavi Holiday Inn“   მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით“.

სემინარზე ესქპრტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ესპერტი.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნა: სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების-ადამიანის უფლებათა კომიტეტის , ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, რასობრივი დისკირმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომიტეტის რეგულირების სფეროების და ფუნქციონირების პრინციპები. აგრეთვე რელევანტური წყაროებისა და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიებისა და გამოყენების მეთოდიკა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI