სიახლეები


ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები (სასამართლო პრაქტიკა)

ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები (სასამართლო პრაქტიკა)

10 და 11 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, სასტუმრო რედისონ წინანდალში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები (სასამართლო პარაქტიკა)“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: 2020-2021წწ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზე (შრომითი დავების გადაწყვეტის პრობლემატიკა) და საგადასახადო დავები (მნიშვნელოვანი განმარტებანი, სასამართლო პრაქტიკა).

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა, რუსთავის საქალაქო და სამტრედიის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი , 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI