სიახლეები


ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე

ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე

8  სექტებერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე“ გაიმართა.

ტრენინგს უძრვებოდნენ უცხოელი ექსპერტები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა - გუდაუთის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა და სკოლის მსმენელებმა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ თემაზე ეს რიგით მეორე ტრენინგია.

შეხვედრა ჩატარდა Zoom for Government პლატფორმის საშუალებით და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI