სიახლეები


ამერიკაში სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეების მიერ პროფესიული გამოცდილების გაზიარება

ამერიკაში სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეების მიერ პროფესიული გამოცდილების გაზიარება

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ონლაინ დისკუსია გაიმართა თემაზე: „ამერიკაში სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეების მიერ პროფესიული გამოცდილების გაზიარება“.

შეხვედრის ფარგლებში ამერიკაში სასწავლო ვიზიტის მონაწილე მოსამართლეებმა, დისკუსიის მონაწილეებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზრგეთის, ხელვაჩაურის, ახალციხის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული  სასამართლოებიდან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-16 ჯგუფის კურსდამათავრებულებმა და მსმენელებმა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI