სიახლეები


სიძულვილით მოტივირებულ დანაშაული და სიძულვილის ენა

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაული და სიძულვილის ენა

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლებისთვის  თემაზე: „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაული და სიძულვილის ენა“  HELP -ის პროგრამის ახალი   დისტანციური კურსი დაიწყო.  HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით მონაწილეები რამდენიმეთვიან ინტენსიურ კურსს გაივლიან.

კურსის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:  იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელმა, ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში - ნატალია ვუტოვამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ- ალექსანდრე დარახველიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ- ნათია მერებაშვილმა, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - გიორგი გიორგაძემ.

სწავლების მიზანია  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და სიძულვილის ენის“  ბრძოლის შესახებ ევროპული სტანდარტების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება. კურსის ფარგლებში შემოთავაზებული  ინტერაქტიული სცენარი და სავარჯიშოები, მსმენელებს   საშუალებას აძლევს   უფრო მარტივად გამოიყენონ, შეძენილი ცოდნა და უნარები . სასაწავლო პროცესი აერთიანებს  მოსამართლეებს, გამომძიებლებს და პროკურორებს.

შეხვედრა  Zoom for Government- ის  პლატფორმის საშუალებით  გაიმართა და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI