სიახლეები


სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა

სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა

9 და 10 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გაიმართა.

 

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები განაჩენთა ფორმებსა და დასაბუთებულობაზე; მტკიცების ტვირთი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; სასჯელის დასაბუთების ძირითადი ასპექტები და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხელვაჩაურისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდა.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI