სიახლეები


თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები

თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები

9 და 10 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქრთველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრისას განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:   ლტოლვილთა დაცვა და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო (საერთაშორისო და რეგიონული ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები); ლტოლვილის სტატუსის სამართლებრივი დეფინიცია (დადგენის კრიტერიუმები; დევნის სტანდარტები - სუბიექტური და ობიექტური შიში, დევნის საფუძვლები); თავშესაფრის სისტემა საქართველოში (ადმინისტრაციულ ორგანოში) და სხვა .

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო,  ახალციხის და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI