სიახლეები


სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

23 და 24 ოქტომბერს, განათლების ევროპული ცენტრი -სა და იუსტიციის უმაღლესი სკოლა-ს თანაორგანიზებით , სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში “ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის - "სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით".

პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მხარდაჭერით.

სემინარს უძღვებოდენენ: ქართველი მოსამართლე ტეენერი და  ქართველი მოწვეული ექსპერტი. 

მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ ინდივიდუალური საჩივრების განხილვის მანდატი; რელევანტური პრეცედენტებისა და წყაროების მოძიება; პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების განხილვა და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხელვაჩაურის, ზესტაფონის, გორისა და ბოლნისი რაიონული სასამართლოებიდან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI