სიახლეები


სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

6 და 7 ნოემბერს, იუსტიციის უმაღესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში,  მოსამართლეებისთვის ტრენინგი: „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველის მოსამართლე ტრენერი და ქართველი ექსპერტი.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ოჯახური ძალადობის გამოძიების თავისებურებები ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;   დაზარალებულის უფლებები და მხედველობაში მისაღები სხვა ინდიკატორები; უზენაესი სასამართლოს განმარტებები და პრობლემატური საკითხები სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებზე და სხვა.               

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის,ოზურგეთისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამოთ იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI