სიახლეები


ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები

ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები

 

20 და 21ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძრვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების წარმოშობის, განხორციელების და დაცვის ვადები; ცალკეული სახელშეკრულებო მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები; სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესახებ წესების გამოყენება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ; ვინდიკაციური, კონდიქციური და დელიქტური სარჩელების ურთიერთმიმართება  და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ახალციხის, გხაშურის, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი,2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული

შეხვედრა Zoom for Government- ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI