სიახლეები


მედიაცია  (საქმეების გადაცემა მედიაციაში)

მედიაცია (საქმეების გადაცემა მედიაციაში)

20 და 21 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში გაიმართა სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მედიაცია (საქმეების გადაცემა მედიაციაში)“.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე-ტრენერი და ექსპერტები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სასამართლო მედიაციისთვის საქმეების გადაცემის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. მედიაციისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმებთან ერთად შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა მედიაციის არსი, ძირითადი პრინციპები და სტადიები; სასამართლო მორიგებისა და მედიაციის მსგავსება-განსხვავებები. ტრენინგის პრაქტიკული სესიაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მხარეებთან მედიაციასთან დაკავშირებით კომუნიკაციის წარმართვის ასპექტები დაეხვეწათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI