სიახლეები


საქმეების გადაცემა მედიაციაში

საქმეების გადაცემა მედიაციაში

4 და 5 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და  USAID\PROLOG-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის, ბორჯომში ტრენინგი თემაზე: „საქმეების გადაცემა მედიაციაში“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და  ექსპერტები.

სემინარზე განხილული იქნა საკითხები:  მედიაციის არსი, ძირითადი პრინციპები, პროცესის სტადიები;  მედიატორთა ასოციაციის სტატუსი და როლი; სასამართლო და სასამართლოს-გარე მედიაცია და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა; თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI