სიახლეები


მედიაცია (საქმეების გადაცემა მედიაციაში)

მედიაცია (საქმეების გადაცემა მედიაციაში)

11 და 12 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID\PROLOG-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, წყალტუბოში,  ტრენინგი თემაზე: „მედიაცია (საქმეების გადაცემა მედიაციაში)“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და ექსპერტები.

შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები: მედიაციის არსი, ძირითადი პრინციპები, პროცესის სტადიები; სასამართლო მორიგება v. მედიაცია; მედიაციისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმები და სხვა

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI