სიახლეები


სისხლი სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

სისხლი სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

11 და 12 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, მოსამართლეებისთვის  ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ექსპერტი.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მტკიცებულებების მართვა და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხისა და გორის რაიონულისასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI