სიახლეები


ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში

ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში

25 და 26 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ონალაინ ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პარაქტიკაში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები:  ევროკავშირის სამართლისა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში;   ევროპის კავშირის სამართლის უპირატესი ძალის დოქტრინა; დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის სამართლის მიხედვით  და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ხაშურის, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2021 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.

შეხვედრა Zoom for Government- ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI