მიმდინარე წლის 16 აპრილს, იუსტიციის უმარლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „პრობლემური საკითხები ბავშთა უფლებების კოდექსის მიხედვით“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და სხვა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.