სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

16 და 17 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, სასამართლოს მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ქალის მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; საერთაშორისო  ინსტრუმენტები; ეროვნული კანონმდებლობა  და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალქალაქის, ხაშურის, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI