სიახლეები


ლტოლვილთა სამართალი

ლტოლვილთა სამართალი

9 და 10 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR) მხარდაჭერით კახეთში, ყვარლის ტბაზე, გაიმართა გასვლითი ტრენერთა ტრენინგი თემაზე: ,,ლტოლვილთა სამართალი“.

სემინარს უძღვებოდნენ ტრენერები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან.

ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ლტოლვილთა სამართლის არსებული კურიკულუმის მიმოხილვა და სამომავლო გეგმები ; უნივერსალური პრინციპები და ლტოლვილის სტატუსის შესახებ კონვენცია: არ გაძევების პრინციპი (გამონაკლისები), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენცინციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა ; აღნიშნულ პრინციპებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა ; თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია (სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირები: წამების ან ტრამვის მსხვერპლები, ქალები, სექსიაულურ ორიენტაციაზე დაფუძნებული თავშესაფრის განაცხადები, ბავშვები, მენტალური პრობლემების მქონე პირები) ; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლე

ტრენერებმა: თბილისის სააპელაციო და საქალაქოს სასამართლოდან.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ თემაზე, მოსამართლეთა და სხვა მოხელეთა გადამზადებას გეგმავს.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI