9 და 10 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის დისტანციური ტრენინგი გაიმართა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“.
სემინარზე ტრენერად მოწვეული იყო ქართველი ექსპერტი.
შეხვედრისას განხიული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში ; გამოხატვის თავისუფლება მედიის სფეროში ;
ინტერნეტი და გამოხატვის თავისუფლება ; პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება ;
მორალი და გამოხატვის თავისუფლება ; რელიგიური გრძნობები და გამოხატვის თავისუფლება და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის, თბილისის, ბათუმისა, რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან და ახალციხის რაიონული სასამართლოდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.