სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

8 და 9 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის დისტანციური ტრენინგი გაიმართა თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ფსიქოლოგი.

შეხვედრისას განხიული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და ზოგადი პრინციპები ; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგადი წესები ინდივიდუალური შეფასების ანგარიში ; არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა აღკვეთის ღონისძიებები ; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის დაკითხვის ბაზისური პრინციპები ; არასრულწლოვნის სასჯელის სახეები და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ბათუმის, ფოთის საქალაქო, გურჯაანის, სიღნაღის და ბოლნისის რაინული სასამართლოებიდან.

ონლაინ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოიცვა როგორც თეორიული, ისე პარქტიკული ნაწილი.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI