30 აპრილსა და 1 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის, ბორჯომში, ტრენინგი თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და უცხოელი ექსპერტები.
მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი: მოსამართლის როლი აცილებისა და თვითაცილების საკითხების გადაწყვეტის ეტაპზე; წინასასამართლო სხდომა ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე - პრობლემური საკითხების განხილვა და დისკუსია; არსებითი განხილვისთვის საქმის მოსამზადებელი სხდომა - მიღებული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწსინებული.