მიმდინარე წლის 16 და 30 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, სასამართლოს მოხელეებისთვის, ონლაინ ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის ტავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი ექსპერტი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები; რეპუტაცია და გამოხატვის თავისუფლება და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხელვაჩაურისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.