სიახლეები


შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან

შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 3 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეხვედრა გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის  წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწერებოდნენ იუსტიციის სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე, მოადგილე მაია ბოცვაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი; უფროსის პირველი მოადგილე  ოთარ ჩახუნაშვილი და  საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი  ქეთევან კრაწაშვილი.

გაცნობით შეხვედრაზე,  მხარეებმა განიხილეს იუსტიციის უმალეს სკოლაში,  არსებული  საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელების  ახალი   შესაძლებლობები  როგორც  მოსამართლეებისთვის და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის,  ასევე  იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის.

შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა  ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების დაძლევის მიზნით კოორდინირებული საქმიანობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმა და განხორცილება. 

პერსონალური მონაცემების დაცვა  როგორც   თანამედროვე ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხის მაჩვენებელი, იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვისაც  ერთ-ერთ    პრიორიტულ  მიმართიულებად ითვლება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტების ერთობლივად განხორციელებისათვის. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI