სიახლეები


HELP-ის  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კურსის  დაჯილდოება გაიმართა.

HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კურსის დაჯილდოება გაიმართა.

მიმდინარე წლის 3 მაისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხ პალას“-ში, ევროპის საბჭოს პროექტის “ქალთამიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში   HELP-ის  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კურსის  დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ, კურსის წარმატებულ  მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა და   ისაუბრა HELP-ის კურსის როლზე, სასამართლოს  წარმომადგენლებისთვის უწყვეტი განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდაზე. 

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა  ვანო ბოლქვაძემ, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ევროპის საბჭოს(CoE) წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა. ასევე,  მან იუსტიციის უმაღლესი სკოლის სახელით,   თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მუდმივი მზაობა გამოთქვა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI