სიახლეები


სტრესის მართვა

სტრესის მართვა

7 და 8 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე „სტრესის მართვა“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული  იყო ქართველი ფსიქოლოგი ტრენერი.

ტრენინგზე, რომელიც 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული, სასამართლოს მოხელეთა 20 -მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.  განხილული იყო,  სტრესის არსი და მისი მრავალფეროვნება.  მონაწილეები გაეცნენ სტრესის  მართვის სხვადსხვა მეთოდებს, მისი უარყოფით და დადებითი მხარეებს. ასევე,  სტრესთან გამკლავების ტექნიკებს. 

ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და იმსჯელეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, პროგრამით გათვალისწინებული  მიზნობრივი ჯგუფების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI