მიმდინარე წლის 30 აპრილს, 1 და 8 მაისს, მოსამართლეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვენენ: ქართველი მოსამართლე ტრენერი; სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
ტრენინგზე, რომელიც 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გთვალისიწნებული განხილული იქნა საკითხები: ბავშვის უფლებათა კოდექსი: მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა და სხვა.
შეხვედრა ინტერაქტიული რეჟიმში მიმდინარეობდა. მომაწილეებმა იმსჯელეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.