სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება  (სისხლის სამართლის მიმართულება)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართლის მიმართულება)

14 და 15 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი  ტრენერი.

ტრენინგზე, განხილული იქნა საკითხები: არასრულწლოვანთა   მართლმსაჯულების  ზოგადი  მიმოხილვა  და  საერთაშორისო ინსტრუმენტები; არასრულწლოვანთა  დანაშაულის გამომწვევი  მიზეზები და  პირობები; არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების  პროცესის ზოგადი წესები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აღნიშნული ტრენინგი, ჯგუფური მუშაობით სწავლებას  მოიცავდა,  ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში,  კონკურენტუნარიანი გარემო, მსმენელთა მოტივაციის გაზრდის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას ითვალისწინებდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI